Thursday 4 December 2008


 



   მდინარე მტკვარი სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე,გაივლის თითქმის    მთელ საქართველოს და ჩაედინება აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავში, ეს               მდინარე შეიძლება ითქვას საქართველოს მთავარ არტერიას წარმოადგენს   ის სხვადასხვა    ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად ბინძურდება.    დაბინძურება ყველაზე მაღალია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, განსაკუთრებით    ჩვენს დედაქალაქში,ამიტომ მისი დაბინძურებისხარისხის დადგენა ერთ-ერთ აკტუალურ    საკითხს უნდა წარმოადგენდეს. ცნობილია, რომ მტკვარში ჩაედინება საკანალიზაციო    სისტემა,რაც ხელს უწყობს წყლის დაბინძურებას    და იქ არსებული ცოცხალი ორგანიზმების     განადგურებას პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში შემთხვევაში წყლის ბინადრები    ვეღარ მოიპოვებენ ჟანგბადს და საკვებს, რის შემთხვევაშიც ამოჭყდებიან. ქარხნები    იმდენად კარგად ვერ მუშაობენ, როგორც საბჭოთა პერიოდში, მაგრამ სულ ერთია,    რაღაც პატარ-პატარა საწარმოები ხომ არსებობს თავისი წილი შეაქვს დაბინძურებაში ერთ-    ერთი ქარხანა,რომელიც ზიანს აყენებს მტკვარს არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

   


ქარხანაში მოძველდა გასული საუკუნის 50-იან წლების ტექნოლოგიები, იქ არსებობდა 200 ტონიანი რვა ღუმელი,რომლებიც გამოიყენებოდა ფოლადის გამოსადნობად. ნადნობზე მიიღებოდა დაახლოებით 20 ტონა ნარჩენი წიდა,რომელიც მიდის ე.წ. წიდა-საყარზე,რომელიც მდებარეობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე.ლითონური მინარევები ამჟამად მაგნიტური სებარაციით გროვდება და კვლავ უბრუნდება საწარმოს ჯართის სახით.ზოგ შემთხვევაში წყალში ჩადის გაუწმენდავი ნარჩენები,გარკვეული კონცენტრაციით შეიზლება აღმოჩდეს მომწამლავი ნივთიერებები. მდინარე მტკვრის თევზებისთვის,მოწამვლა რომ არ მოხდეს უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს სპეციალურ სისტემაში,რომელსაც უწოდებენ წყალმომარაგებულ სისტემას.ეს სისტემა არის ძველი და ახალია საჭირო,რათა მავნე მინარევები წყალს არ შეერიოს. ნარჩენები არის კენჭი, ზეთები და ჭუჭყი,ეს სისტემა ხან ჩერდება, რადგან ძველია, წყალმომარაგებულმა სისტემამ მუდმივად უნდა იმუშაოს, ამისათვის კი სისტემატიურად გაიძმინდოს. გასაწმენდი დანადგარები გაფუჭდა და ახალია საჭირო. ახლის აშენება კი დაჯდება დაახლოებით 2-3  მილიონი.


თბილისი წყალი ძირითადად ზრუნავს იმაზე, რომ სუფთად მოეწოდოს წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვა დაწესებულებებს.არის ამ წყლის წყალსაცავები სადაც სუფთავდება წყალი და მერე მოეწოდება მოსახლეობას. მოხმარებული წყალი მილებით ჩაედინება მტკვარში. თბილისის წყალი არის პასუხის მგებელი მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც მას ეკუთნის.კომპანია ცდილობს, რომ შეცვალოს თუჯის მილები პლასმასის მილებით, ეს არის უკვე ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის რომ არ მოხდეს გაჟონვა.მეორე არის ის, რომ დააყენოს დიდი ფილტრები,რაც ძალიან ბევრ ფულს მოითხოვს კომპანია აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ თავიდან აიცილოს პრობლემები.